29 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის,ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში. ტურნირი საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.
ტურნირში მესამე ადგილი ხობის „კოლხეთის“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდა ფოთის „კოლხეთის“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი, ხოლო პირველი ადგილი და შესაბამისად ნუტის სახელობის თასის მფლობელი ბათუმის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი გახდა. ტურნირში პრიზები საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა დააწესა.
დაჯილდოების ცერემონილას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწვრთნელები და ოჯახის ახლობლები ესწრებოდნენ.