2011 წლის 27 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N107 განკარგულებით დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა.“ საფეხბურთო სკოლის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფეხბურთის პოპულარიზაცია და მისი განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა.
ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა შემუშავებული სპორტულ ღონისძიებათა კალენდრის მიხედვით ფეხბურთის სახეობებში ნერგავს თანამედროვე საწვრთნელ პროცესს, ქმნის სპორტული რეზერვების მომზადების ეფექტურ სისტემას და ხელს უწყობს პერსპექტიულ ჭაბუკ სპორტსმენებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. სკოლის პროფილის შესაბამისად ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობა ჩაბმულია სისტემატურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა უზრუნველყოფს სკოლის ნაკრები გუნდებისთვის სასწავლო საწვრთნელი შეკრებების ჩატარებას და სხვადასხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებას, სპორტსმენებისთვის ქმნის შესაბამის მატერიალურ-ტექნიკურ და თანამედროვე საწვრთნელ ბაზას, რათა მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპორტსმენები და მწვრთნელები.
ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლაში ამჟამად ფუნქციონირებს ვაჟთა და გოგონათა თერთმეტი საფეხბურთო ჯგუფი, მათ შორის, ექვსი - საშეჯობრო და ხუთი - მოსამზადებელი. აღნიშნულ ჯგუფებში დაკავებულია ცხრა მწვრთნელი და ორას შვიდი მოზარდი.