11 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეები.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი, რომელიც წარმოადგინა საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ქარდავამ.
სხდომაზე მეორე საკითხად მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2013 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში, რომელიც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გ.ქაჯაიამ წარმოადგინა და დეპუტატების მიერ დადებითად იქნა შეფასებული. ამ საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა