თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა.
ტრაგედიას ხობელი დები ინდირა და ლიზი ზარანდიების სიცოცხლე ემსხვერპლა.
მათ ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერმა დავით ბუკიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.
თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი.