13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან ოთხი წელი შესრულდა, თბილისში, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული დების, ლიზი და ინდირა ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.