13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან სამი წელი შესრულდა, თბილისში ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული დების ლიზი და ინდირა ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
ხოლო, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო