2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან შვიდი წელი გავიდა. თბილისში, ვერეს ხეობაში უეცრად მოვარდნილმა ღვარცოფმა 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 2 კი დღემდე დაკარგულად ითვლება. 13 ივნისის ტრაგედიას ემსხვერპლნენ ხობელი დები ინდირა და ლიზი ზარანდიები.
დღეს მათ ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა ქაჯაიამ, მერმა დავით ბუკიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.