საქართველოში დედაენის დღის აღნიშვნა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა. საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია და მთავარ ენად რუსული გამოეცხადებინა, რასაც ქვეყნის მოსახლეობა, სტუდენტები და ინტელიგენცია დაუპირისპირდა. მთავრობა იძულებული გახდა, დემონსტრანტთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.
დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ხობის თ. სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გამოფენა „რომელმან აღაშენა“ მოეწყო.