საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დროშები დაშვებულია.
მუნიციპალიტეტში, 16 ივლისს დაგეგმილი კულტურულ-გასართობი ღონისძიებები გადაიდო.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია გამოხატავს მწუხარებას ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.