თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს და ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.