2 ივნისი საქართველოს პოლიციის დღეა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ პროფესიულ დღეს, მათ შორის შსს ხობის რაიონული სამმართველოს პოლიციელებს! თქვენ ეწევით ურთულეს და ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობას, თქვენ იცავთ სახელმწიფოებრივ წესრიგს და დგახართ თითოეული მოქალაქის სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასად, ამიტომაც იმსახურებს თქვენი საქმიანობა უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას! პატივს მივაგებთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს, გამარჯვებებს პროფესიული მოვალეობის შესრულების საქმიანობაში და კეთილდღეობას პირად ოჯახურ ცხოვრებაში!