საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010-2011 სასწავლო წლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 627 მოსწავლეს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
მოსწავლეები წიგნებს თავიანთ სკოლებში სწავლის დაწყებამდე მიიღებენ. მომავალში სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და შემდგომში მის გამოყენებას სხვა სოციალურად დაუცველი ბავშვებიც შეძლებენ.