2010 წლის 18 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულ იქნა მურმან ბუკია.
მურმან ბუკია დაიბადა 1940 წლის 15 მაისს, ხობის რაიონის სოფელ ხეთაში. დამთავრებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: თბილისის მეტრომშენის მუშად, ხობის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მშენებლობის განყოფილების უფროსად, ხობის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ქონების მართვის ხობის განყოფილების უფროს სპეციალისტად, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ხობი“-ს მენეჯერად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელად. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.