2010 წლის 18 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულ იქნა მერაბ სილოგავა.
მერაბ სილოგავა დაიბადა 1974 წლის 20 მარტს, ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში. დამთავრებული აქვს ქ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა:
ქ. ფოთის რესპუბლიკური დანიშნულების ტელე-რადიო ცენტრის ელექტრიკ-მექანიკოსად, სოფელ პატარა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარედ. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.