2010 წლის 18 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ბორის ჯიქია.
ბორის ჯიქია დაიბადა 1954 წლის 1 ოქტომბერს, ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგაში. დამთავრებული აქვს ქ. მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქ. როსტოვის საფუარისა და ღვინის ქარხნის ზეინკლად, ქ. მოსკოვის რკინა-ბეტონის N 3 ქარხნის ზეინკლად, სახელმწიფო ბანკის ხობის განყოფილების უფროს ეკონომისტად, საკრედიტო ჯგუფის უფროსად, ხობის რაიონის საფინანსო განყოფილების უფროსად, ხობის მომხმარებელთა საზოგადოების (რაიკავშირი) გამგეობის თავმჯდომარედ, ხობის აგროსამრეწველო ბანკის მმართველად, ხობის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ ეკონომიკის დარგში, ხობის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილედ, შპს „მეგრი“-ს აღმასრულებელ დირექტორად, შპს „შავი ზღვის ტერმინალი“-ს მუშად, შპს „შარა გზამშენი I“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.