2010 წლის 18 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულ იქნა დალი გერგაია.
დალი გერგაია დაიბადა 1953 წლის 7 აპრილს, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ხობის რაიონული ბიბლიოთეკის გამგედ, ხობის რაიკომის სტატისტიკოსად, ხობის კომკავშირის რაიკომის ინსტრუქტორად, კოლხეთის ათვისების მუზეუმის მეცნიერ-მუშაკად, ქ. ხობის საკრებულოს მდივნად, კოლხეთის ათვისების მუზეუმის დირექტორად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგამომცემლო საქმიანობის, საინფორმაციო უზრუნველყოფისა და ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილების უფროსად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.