2010 წლის 18 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს წევრთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეიქმნა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა თემურ გულუა.
თემურ გულუა დაიბადა 1957 წლის 5 ოქტომბერს, ხობის რაონის სოფელ გურიფულში. დამთავრებული აქვს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ნოჯიხევის ჩაის მეურნეობის ბრიგადირად, სოფელ პირველი მაისის კოლმეურნეობის მთავარ აგრონომად, ტრესტ „კოლხეთმშენი“-ს პრობლემური ლაბორატორიის მთავარ აგრონომად, ტრესტ „საქწყალექსპლუატაციის“ აგრონომად, ხობის აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარედ, სოფელ საჯიჯაოს ჩაის ფაბრიკის დირექტორად, სს „კემულარიები“-ს საწარმოს უფროსად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.