2010 წლის 25 ივნისს, „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე იგორ ტყებუჩავას დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ივნისის N16 განკარგულების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის N45 ბრძანებით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე დაინიშნა იგორ ტყებუჩავა.
იგორ ტყებუჩავა დაიბადა 1952 წლის 8 თებერვალს, ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომექანიკურ ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: საზოგადოება „ცოდნის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის პასუხისმგებელ მდივანად, საქართველოს ალკკ ხობის რაიკომის მეორე მდივანად, საქართველოს კპ ხობის რაიკომის ინსტრუქტორად, ძველი ხიბული კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, საქართველოს მელორაციის სამინისტროს ხობის სამმართველოს უფროსად, ახალი სოფლის მეურნეობის დირექტორად, „საქსახკომსოფლტექნიკის“ ხობის საწარმოო გაერთიანების მმართველად, ხობის მანქანა-ტრაქტორთა საწარმოს დირექტორად, ტრესტ „კოლხიდმშენის“ ხობის სამმართველოს უფროსად, ხობის საწარმოო კომბინატის და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ბაზის დირექტორად, ხობის კომერციული ფირმა „ლუქსი“-ს დირექტორად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად, აგროსაინჟინრო სამსახურის უფროსად, შ.პ.ს „ხეთის დაფნა და ციტრუსი“-ს დირექტორად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლად. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.