2010 წლის 29 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა რეგიონალური შეხვედრა, რომელიც მოეწყო სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელი შეხვდა რეგიონის საკრებულოს აპარატების წარმომადგენლებს.
შეხვედრის თემა ეხებოდა რეგიონის მასშტაბით საკრებულოების ვებ-გვერდების შექმნას და მის მოსამზადებლად საჭირო მასალების მომზადებას, რაც მოიცავს საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს წევრთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პირადი მონაცემების და ფოტო სურათების მომზადებას, ასევე მუნიციპალიტეტის შესახებ ინფორმაციისა და ფოტო მასალების მოძიებას. საკრებულოების მუშაობის შესახებ ინფორმაციების მომზადებას და შემდგომში ვებგვერდით სარგებლობის წესებს. შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან ასევე გამოითქვა მოსაზრებები და ინიციატივები ვებგვერდების შემდგომი დახვეწისათვის.