• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news
  • „ჩვენთვის ამოცანა უცვლელია – ყოველდღიური კონტაქტები მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან“

„ჩვენთვის ამოცანა უცვლელია – ყოველდღიური კონტაქტები მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან“

2010 წლის 12 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა.

სხდომის დასაწყისში, საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა მამუკა ჭოხონელიძემ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა „მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს“ხსენების დღე და მისასალმებელი გამოსვლა დაასრულასიტყვებით: „გილოცავთ მოციქულების ხსენების დღეს მათი მეოხება გვეწეოდეს სამშობლოსათვის ღვაწლის რთულგზაზე“.

სხდომაზე განხილულ იქნადღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ 2008 წლის 25 დეკემბრის N109 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“;

2. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის N28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ;

3. დადგენილების პროექტი ,,ხობის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის N137 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“;

4. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ”;

5. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ;

6 განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“;

7. განკარგულების „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან სესხის აღებასა და შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების მიზნით საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“;

8. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურისა და გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ;

9. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“.

განსახილველად წარმოდგენილ საკითხთა შორის საკრებულოს წევრებში სერიოზული ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილმა დადგენილების პროექტმა „ხობის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის N137 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიცემული განმარტებით: „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N418 განკარგულებით მიღებული გრანტით, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი იზრდება 168.5 ათასი ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებულია 145.5 ათასი ლარი, რაც გამგეობის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს არაერთი აუცილებელი სამუშაო“. მომხსენებლის განმარტებით, საქართველოს მთავრობიდან მიღებული გრანტები და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამონთავისუფლებული თანხები მთლიანობაში შეადგენს 314.0 ათას ლარს, რომელიც მიიმართება შემდეგი ღონისძიებების დასაფინანსებლად: ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული თანხებიდან 99.3 ათასი ლარით იზრდება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის ხარჯები. მათ შორის: წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის ხარჯები - 24,9 ათასი ლარით, საკანალიზაციო და სამელორაციო სამუშაოები - 2,7 ათასი ლარით, საგზაო სამუშაოები - 55,0 ათასი ლარით, სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები - 16,7 ათასი ლარით; წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯები იზრდება 4,8 ათასი ლარით. აქედან: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,სხვა საქონელი და მომსახურების ხარჯები“ - 2,3 ათასი ლარით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,სხვა საქონელი და მომსახურების ხარჯები“ - 2,5 ათასი ლარით; საგანმანათლებლო ღონისძიებების ხარჯები იზრდება 12,0 ათასი ლარით, რომელიც მიიმართება სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დასაფინანსებლად; სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხარჯები იზრდება 29,5 ათასი ლარით. აქედან: „ტელე რადიო მაუწყებლობის“ ხარჯები - 2,7 ათასი ლარით და საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ხარჯები – 26,8 ათასი ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხები გადანაწილებულია შემდეგი სახით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატისთვის გამოყოფილ ასიგნებებში ,,არაფინასური აქტივები“ გაზრდილია 20,0 ათასი ლარით; ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოებისთვის გამოყოფილ ასიგნებებში ,,არაფინანსური აქტივები“ გაზრდილია 10,5 ათასი ლარით; სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გამოყოფილ ასიგნებებში ,,არაფინასური აქტივები“ გაზრდილია 98,0 ათასი ლარით, ხოლო საჯარო სკოლებისათვის გამოყოფილ ასიგნებებში „არაფინასური აქტივები“ გაზრდილია 40,1 ათასი ლარით.

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამართული კამათის შემდგომ ბიუჯეტის პროექტი განხილულ იქნა მუხლობრივად, რის შემდეგაც ხმათა უმრავლესობით-24 ხმით 3-ის წინააღმდეგ დამტკიცებულ იქნა წარმოდგენილი დადგენილების პროექტი.

კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობის გაუქმების გამო, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ (ბ. ჯიქია) განსახილველად წარმოადგინა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”, რომლის თანახმადაც ყოფილი პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო გაუთანაბრდა გამგებლის მოადგილის თანამდებობრივ სარგოს.

ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების განხილვის შემდეგ, განსახილველი საკითხებიდან, მეტად აქტუალურიიყო განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“,

საკრებულოს თავჯდომარემ განმარტა, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოში 2007 წლის 26 ოქტომბერს შეიქმნა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია 5 წევრის შემადგენლობით, რომელიც ფუნქციონირებდა საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. კომისია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დაეხმარება მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონებაში. ახალ არჩეულმა საკრებულომ წევრთა იგივე რაოდენობით დაამტკიცა კომისიის ახალი შემადგენლობა: რევაზ წულაია - კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი. მერაბ სილაგავა - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრი მარინა რუხაძე-ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის რეგულირებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი; რუსუდან ბაჩილავა -საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი სპეციალისტი; სევერიან ბუკია -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სპეციალისტი ხობის რაიონში;

საკრებულოს წევრთა მხრიდან სერიოზული მსჯელობის საგანი გახდასაკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან სესხის აღებასა და შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების მიზნით საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“. საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ხელშეკრულების გაფორმება მეტად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. აღნიშნული პროექტით განხორციელდება ქალაქ ხობში თაყაიშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩებისა და შუა ქვალონი-გიმოზგონჯილის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია. ქალაქ ხობში თაყაიშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩების რეაბილიტაციისათვის სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდი“გრანტის სახით დააფინანსებს ქვეპროექტის ღირებულების 30%-ს (220.889.19 ლარი), 50 %-ს (368.148.66 ლარი) გადასცემს მუნიციპალიტეტს კრედიტის სახით 10 წლიანი ვადით (საპროცენტო განაკვეთი 12%), მუნიციპალიტეტი კი იღებს ვალდებულებას თანამონაწილეობის სახით დააფინანსოს ქვეპროექტის საბაზისო ღირებულების 20% (147.259.46 ლარი). რაც შეეხება შუა ქვალონი-გიმოზგონჯილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდი“გრანტის სახით დააფინანსებს ქვეპროექტის ღირებულების 30%-ს (142,796.44 ლარი), 50 %-ს (237,994,06 ლარი) გადასცემს მუნიციპალიტეტს კრედიტის სახით 10 წლიანი ვადით (საპროცენტო განაკვეთი 12%), მუნიციპალიტეტი კი იღებს ვალდებულებას თანამონაწილეობის სახით დააფინანსოს ქვეპროექტის საბაზისო ღირებულების 20% (95,197,62 ლარი).

საკითხის განხილვის დასრულების შემდგომ 26 ხმით ერთის წინააღმდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე მიეცა თანხმობა თვითმმართველი ერთეულის სახელით ხელშეკრულების დადებაზე. საკრებულოს თავმჯდომარის შეფასებით: „ეკონომიკის განვითარებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია გამართული ინფრასტრუქტურა, ხოლო ეს საინვესტიციო ხელშეკრულება ინფრასტრუქტურის (გზების) განვითარების რეალურ შესაძლებლობას იძლევადა ეს შესაძლებლობა მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“.

მომდევნო განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა: „მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების უფლებამოსილება მიენიჭა საკრებულოს თავმჯდომარეს, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, დემოკრატიულობისა და თანამშრომლობის პრინციპის დაცვის მიზნითეს საკითხი განსახილველად და შესათანხმებლად წარმოდგენილი იქნა საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს სხდომებზე. მე ჩემს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს, რაოდენ რაციონალური და კომპეტენტურიც არ უდა იყოს, მხოლოდ თქვენთან შეთანხმების შემდეგ მივიღებ“. საკრებულოს წევრთა თანხმობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საკრებულოს თავმჯდომარეს მიეცა თანხმობა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მხრიდან წარმოდგენილი საშტატო რიცხოვნების გათვალისწინებით საშტატო ნუსხის დამტკიცებაზე.

განსახილველი საკითხების დასრულების შემდგომ, საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომას მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაგეგმილი აქვს შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, რათა ადგილზე მოხდეს მოსახლეობის მხრიდან დასმული საკითხებისა თუ პრობლემების შესწავლა მისი შემდგომი ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით. საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან საკრებულოს აპარატს მიეცა დავალება შეხვედრების გრაფიკის დროულად მომზადების თაობაზე. „საარჩევნო კამპანიის პერიოდში მოსახლეობისათვის მიცემული დაპირებების შესრულება უნდა იყოს თითოეულის უმთავრესი მიზანი. წინა მოწვევის საკრებულოდან დაწყებული, ჩვენთვის ამოცანა უცვლელია - საზოგადოების აქტიური ჩართვა თვითმმართველობის პროცესებში და ჩვენი ყოველდღიური კონტაქტები მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან“ - განაცხადა თავმჯდომარემ სხდომის დასასრულს.

search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By