• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news
  • ოპერატიული თათბირი საკრებულოში

ოპერატიული თათბირი საკრებულოში

2010 წლის 19 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს ოპერატიული თათბირი. საკრებულოს თავმჯდომარე, მ. ჭოხონელიძე შეხვდა საკრებულოს ბიუროს წევრებს და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ საკრებულო კვლავ უბრუნდება მუშაობის ჩვეულ რიტმს და ოპერატიული თათბირები კვლავ რეგულარულ ხასიათს მიიღებს, რაც განვლილ პერიოდში დადებით შედეგებს იძლეოდა საკრებულოსა და ბიუროს სხდომებზე მიღებული დავალებებისა და მიმდინარე საკითხების შესრულებაზე ამომწურავი, დეტალური ინფორმაციის მისაღებად და მათი შესრულების მიმდინარეობის კონტროლისათვის.

თავმჯდომარის მიერ, დავალებები და მითითებები წარმოდგენილ იქნა საკითხთა პრობლემურობის ხარისხის, შინაარსობრივი მსგავსებისა და თანმიმდევრობის პრინციპის დაცვით.

პირველი თემა, რომელზედაც საკითხის მნიშვნელობისა და პრობლემურობიდან გამომდინარე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობასთან დაკავშირებული საკითხებისადმი სერიოზულ მიდგომასა და საკითხის დეტალურ ანალიზში მდგომარეობდა. თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გამოაქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. მ. ჭოხონელიძის აზრით უპრიანი იქნებოდა, გამგეობის შესაბამისი სამსახურიდანაც შერჩეულიყო თანამომხსენებელი, რადგან ბიუჯეტის პროექტის შედგენა ხდება აღმასრულებელი ორგანოს მიერ და საკრებულოს ეგზავნება განსახილველად და დასამტკიცებლად. ცალკეულ საკითხებზე ამომწურავ ინფორმაციას მაინც აღმასრულებელი ორგანო ფლობს. იმისათვის, რომ ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით მოხდეს კომპეტენტური და ამომწურავი პასუხების გაცემა, ალბათ მიზანშეწონილი იქნებოდა, გარდა საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიისა, გამგეობის წარმომადგენელსაც მიეცეს თანამომხსენებლის სტატუსი „მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პასიურ როლში ვიყოთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. მიმაჩნია, რომ თითოეულ ნიუანსში უნდა ვერკვეოდეთ და შესაბამისად, ჩვენი პოზიცია უნდა იყოს მკაფიო, სწორი და მიუკერძოებელი“. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს (ბ. ჯიქია) ეთხოვა ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით, გამგეობასთან შეთანხმებით წარმოადგინოს კვალიფიციური თანამომხსენებელის კანდიდატურა.

თათბირზე ასევე აღინიშნა, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, დადგა აუცილებლობა საკრებულოს ნორმატიული აქტების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისა. საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს მიეცა დავალება გასულ წლებში მიღებული ნარმატიული აქტების მოცულობის გათვალისწინებით განისაზღვროს რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული თანხა საკრებულოს ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაწერად და 2010 წლის ბიუჯეტში და 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულ იქნეს შესაბამისი თანხები.

საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის (ბ. ჯიქია) განმარტებით, საკრებულოს აპარატთან ერთად ანალიზი გაუკეთდა 2007-2008-2009 წლებში საკრებულოს მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებს წლის განმავლობაში მისაღები ნორმატიული აქტების რაოდენობისა და მოცულობის დასადგენად. წინასწარი გაანგრიშებით, 2010 წლის დარჩენილ თვეებზე საშუალოდ ბიუჯეტში დამატებით უნდა იქნეს მოძიებული ყოველთვიურად 600 ლარზე მეტი. გარდა ამისა, მთელი წლით უნდა იქნეს გამოწერილი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მინიმუმ ორი ეგზემპლარი, რაც 2010 წლისთვის ჯამში შეადგენს 5000 ლარს, ხოლო 2011 წლისთვის აღნიშნული თანხები მთელ წელზე უნდა იქნეს გათვლილი.

მ. ჭოხონელიძემ ბიუროს წევრებს მიმართა წინადადებით აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შესამუშავებლად პრიორიტეტების განსაზღვრაში და წარმოადგინონ მათეული ხედვა, ინიციატივები და წინადადებები - თუ როგორ ესახებათ მუნიციპალიტეტის განვითარება.

შემდეგი საკითხი, რომელსაც თავმჯდომარე თათბირზე შეეხო, დაკავშირებულია წინა მოწვევის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მასალების აპარატისათვის დასაარქივებლად გადმობარებაზე. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს (მ. სილაგავა) დაევალა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობაში აქტიური ჩართვა, წინა კომისიის წევრებთან საქმიანი კონსულტაციები, წინამოწვევის საკრებულოში მოქმედი კომისიის მიერ დადებული სამართლებრივი დასკვნების განხილვა და მიმდინარე პერიოდში განსახილველად შემოსული საკითხების სკურპულოზური ანალიზი. ,,წინა კომისიის მუშაობაში დაშვებულ იქნა შეცდომები, რომელთა გათვალისწინება ახალი კომისიის მიერ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელი პირობაა” - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ. ახალი კომისიის სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით, საკრებულოს აპარატს დაევალა კომისიის სამუშაო ოთახით უზრუნველყოფა.

ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების (ავტომანქანები) პრივატიზაციასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა ეთხოვა ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს (გ. ქაჯაია). გ. ქაჯაიას, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარესთან ერთად მიეცა დავალება მოამზადოს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა პრივატიზაციის პროცესი და კონტროლი განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებების პარკირების უზრუნველსაყოფად.

საკრებულოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალაქის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების განთავსების საკითხებზე. აღნიშნა, რომ საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებების შესაბამისად ქალაქში განთავსებული საგზაო ნიშნები დღემდე დავის საგანია და მოსახლეობის არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. პრობლემის აღმოფხვრისა და საკითხის დარეგულირების მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (კ. ბუკია) ეკონომიკური განვითარებისა და იურიდიულ საკითხთა კომისიებთან (გ. ქაჯაია, მ. სილოგავა) ერთად მიმართა წინადადებით ოპერატიულად გაერკვნენ პრობლემის არსში და წარმოადგინონ ოპტიმალური წინადადება საკრებულოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

შემდეგი აქტუალური საკითხები რომელზედაც თავმჯდომარემ გააკეთა აქცენტი შეეხებოდა გამგეობის მიერ წარმოდგენილი შესყიდვების გეგმის განხილვას, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას, საკრებულოს შინაგანაწესში ცვლილებების შეტანას და ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას.

საკრებულოს აპარატს დაევალა საკრებულოს სხდომის გამართვის დროის შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, რათა საკრებულოს წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა საფუძვლიანად გაეცნონ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ საკითხებს.

,,ჩვენი მუშაობის სტილია კანონმორჩილება, დემოკრატიულობა და კოლეგიალურობა. თათბირი თათბირისათვის არ უნდა ტარდებოდეს, თითოეული თათბირის მიზანი უნდა იყოს უკეთეს შედეგებზე ორიენტირებულობა“ - განაცხადა დასასრულს, საკრებულოს თავმჯდომარემ.

search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By