2010 წლის 8 აგვისტოს, ქალაქ ხობში, წმინდა სამების სახელობის ეკლესიის მიმდებარე პარკში გაიხსნა 2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის შედეგად გმირულად დაღუპულ ხობელ ჭაბუკთა ხსოვნის უკვდავსაყოფად შექმნილი მემორიალი.
მემორიალის გახსნას ესწრებოდნენ დაღუპულ გმირთა მშობლები, მუნიციპალიტეტის საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.