საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამის – „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში ხობის N1 და ქვემო ქვალონის საჯარო სკოლებში ინგლისური ენის უცხოელი პედაგოგები ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, მოსწავლეებს ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან. საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ხობის N1 და ქვემო ქვალონის საჯარო სკოლების დირექტორებთან ერთად საკრებულოში შეხვდა ინგლისურენოვან პედაგოგებს ალაიშა გრიფინსა და ფინდლი ბრაუნს. საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის სახელით მიესალმა საგანმანათლებლო პროგრამით მუნიციპალიტეტში ჩამოსულ სტუმრებს, თანადგომა აღუთქვა პროგრამის განხორციელების საქმეში და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.