7 სექტემბერს, ქალაქ ხობში, სტარტი აიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სოფელ ხურჩაში გმირულად დაღუპულ რამაზ კიტიას სახელობის ტურნირმა მინი-ფეხბურთში. ტურნირი ტარდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ წარმოება-დაწესებულებებს შორის.
ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს შეხვდნენ საკრებულოს და დაცვის პოლიციის გუნდები. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და დასრულდა საკრებულოს გამარჯვებით ანგარიშით 4:2, ხოლო მეორე შეხვედრაში ,,შარა-გზამშენის“ გუნდმა ანგარიშით 3:1 სძლია ,,ჯანდაცვას“ .
შემდეგი შეხვედრები გაიმართება 9 სექტემბერს დ. ხურცილავას სახელობის მინი-სტადიონზე.