30 სექტემბერს ქ. ბათუმში დამთავრდა ევროპის პირველობა ჭადრაკში 8-18 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, სადაც მონაწილეობას ღებულობდა ევროპის 34 ქვეყნის წარმომადგენელი. ტურნირში მონაწილეობდა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის 7 მოჭადრაკე: მარიამ და მეგი ჭაჭიები, გიორგი ლატარია, დიმიტრი ლომაია, ლუკა შამუგია, ამირან შონია, მერაბ დოლბაია.
14 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ნორჩმა მოჭადრაკემ მარიამ ჭაჭიამ 20 საუკეთესოთა შორის 4.5 ქულით დაიმკვიდრა ადგილი. მან მოუგო საფრანგეთის, თურქეთისა და საბერძნეთის ჩემპიონ თანატოლ გოგონებს, რამაც მას საშუალება მისცა მიეღო მოწვევები მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებიდან.
შვიდივე მოჭადრაკე დაჯილდოვდა ფიდეს სამახსოვრო მედლით და საერთაშორისო საჭადრაკო სერთიფიკატით.