15-17 ოქტომბერს ქალაქ თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის თასის გათამაშება. ტურნირში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს 21 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის 250 სპორტსმენი. გუნდურ ჩათვლაში ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა მე-5 ადგილი დაიკავეს, ხოლო პირად ჩათვლაში ნორჩმა ხობელმა მძლეოსნებმა ჯონი ჭანტურიამ (800 მეტრზე რბენაში) და მძლეოსანთა საქართველოს ნაკრების წევრმა მარიამ ჩხენკელმა (400 მეტრზე რბენაში) საუკეთესო შედეგები აჩვენეს.