ქალაქ ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ახალი გამოცემებით შეივსო. კულტურის ცენტრის მიერ ახალი წიგნების შესაძენად 1400 ლარი იქნა გამოყოფილი. დღეიდან ბიბლიოთეკის მკითხველებს ახალი მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.