შუა ხორგისა და პირველი გურიფულის საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოები დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ობიექტი დაათვალიერა საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ჭოხონელიძემ საკრებულოს ბიუროს წევრებთან ერთად. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ადმინისტრაციის ცნობით, პირველი გურიფულის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან დაიწყება.