საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საქართველოს საჯარო სკოლებში მიმდინარეობს აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული. ხობის მუნიციპალიტეტის ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლაში კვირეულის ფარგლებში გაიმართა ვიქტორინა - კონკურსი „ჩვენ ვიცნობთ აკაკის შემოქმედებას“. კონკურსში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები. კონკურსანტებმა აკაკის შემოქმედების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა გამოავლინეს.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კვირის ბოლომდე გრძელდება.