აიპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ შემოტანილია პანდემიური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც განაწილდა ხობის პოლიკლინიკაზე და სოფლის საექიმო ამბულატორიებზე. ამჟამად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს პანდემიური გრიპის საწინააღმდეგო აცრები. ამ დროისათვის, ვაქცინის მცირე რაოდენობით შემოტანის გამო, პირველ რიგში, ვაქცინა უკეთდება ორსულებს, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემების ქრონიკულ ავადმყოფებს, 6 თვიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს.
აცრების ჩატარებაზე ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაწესებულია მონიტორინგი. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ უნდა მიმართოს შესაბამის ტერიტორიულ სამედიცინო დაწესებულებებს.