საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს რეგიონებში მარცვლეული კულტურების წარმოების პროგრამას ახორციელებს.
სიმინდის წარმოების პროგრამის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი აბაშაში შეხვდა აბაშის, ხობის, სენაკის, მარტვილის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ფერმერებს. მინისტრმა შეხვედრის მომაწილეებს პირადად გააცნო სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დეტალები.
პროგრამა გულისხმობს, გლეხური და ფერმერული მეურნეობების ჰიბრიდული, გვალვაგამძლე და მაღალმოსავლიანი სიმინდის თესლით უზრუნველყოფას. სათესლე მასალის გაცემა მოხდება პირდაპირი ანგარიშსწორებით ან განვადებით. პროგრამის მიზანია სიმინდის საჰექტარო მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა და წარმოების განვითარება.