2010 წლის 29 ოქტომბერს, ქალაქ აბაშაში გაიმართა ვეტერან ფეხბურთელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ოთხთა ტურნირი რევაზ დვალის თასზე 1993-94 წელს დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა შორის. ტურნირში მონაწილეობდნენ რეგიონის მუნიციპალიტეტების განათლების ცენტრების სასპორტო სკოლების გუნდები: ზუგდიდის „ბაია“, სენაკის „ეგრისი“, აბაშის „აისბერგი“ და ხობის „იმედი“.
ჭაბუკმა ხობელმა ფეხბურთელებმა წარმატებით იასპარეზეს ტურნირზე და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს.