ქალაქ წყალტუბოში გამართულ დავით აფხაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ VI რესპუბლიკურ ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის აღსაზრდელმა ოთარ კორტავამ, რომელმაც 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ხობელ ფალავანს გადაეცა საპატიო თასი და სიგელი.