2010 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩაატარა ტრენინგი ინფორმაციის თავისუფლების, ბიუჯეტის ფორმირებისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის საკითხებზე. ტრენინგს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, გამგეობის, საკრებულოს აპარატის და პრესის წარმომადგენლები.
საუბარი წარიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის, საზოგადოების ჩართულობისა და საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეების მონაწილეობის უზრუნველყოფაზე.