2010 წლის 1-2 ნოემბერს, ქალაქ სენაკში გაიმართა სამეგრელოს რეგიონის ვეტერან ფეხბურთელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ოთხთა ტურნირი ემილ ყურაშვილის თასზე 1993-94 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა შორის.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ სენაკის ეგრისისა და ხობის იმედის (მწვრთნელი რ. ქაშიბაძე) ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდები. მატჩი დასრულდა ხობელ ჭაბუკ ფეხბურთელთა გამარჯვებით, პენალტების სერიაში 2:0 (ძირითადი დრო 1:1). გამარჯვებულს გადაეცა ჩემპიონისათვის დაწესებული საპატიო თასი.