5 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასრულდა გარე-განათების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქალაქ ხობსა და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამოიცვალა გარე-განათების ნათურები. ქალაქში, ადმინისტრაციულ შენობებზე ასევე გამოიცვალა ფასადების მინათებები. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს და შესრულდა შპს ,,ხობი დასუფთავება და განათება“-ს მიერ.