აიპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ თანამშრომლების მიერ საერო საშუალო სკოლა ,,არეა“-ს მაღალკლასელებს ჩაუტარდა ტრენინგი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ინფექციური დაავადების პროფილაქტიკის, აცრების მნიშვნელობის, თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკომანიის თემებზე.
ცენტრის მიერ, ასევე, ხობის N1 და N2 ბაგა-ბაღის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი პირადი ჰიგიენის, ჯანსაღი კვების და გრიპის პროფილაქტიკის საკითხებზე.
სწორი ჰიგიენური ჩვევების დამკვიდრების მიზნით, ბაგა-ბაღების თანამშრომლებს და სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები.