მიმდინარეობს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხობი-სენაკის მონაკვეთზე გარე-განათების სამონტაჟო სამუშაოები. სამონტაჟო სამუშაოები სრულდება შპს ,,თბილქალაქგანათების“ მიერ, ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით სამონტაჟო სამუშაოების დასრულება გათვალისწინებული იყო მიმდინარე წლის 29 ოქტომბრისთვის. განსაზღვრულ ვადებში სამონტაჟო სამუშაოების შეუსრულებლობის გამო კომპანიას გადაუვადდა ობიექტის ჩაბარების დრო.