12-14 ნოემბერს ქალაქ ბათუმში გამართა ნოდარ ჭანუყვაძის სახელობის მეოთხე რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც რესპუბლიკის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის აღსაზრდელმა ნუგზარ წურწუმიამ 29 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. პრიზიორს საპატიო თასი, მედალი და სიგელი გადაეცა.