2010 წლის 19 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო 5 საკითხის განხილვა. ფრაქციის სხდომაზე საკრებულოს შესაბამისმა კომისიებმა წარმოადგინეს მათ მიერ, კომისიის სხდომებზე განხილული საკითხები, რომლებიც საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში იქნა შეტანილი. განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ფრაქციის წევრებს შორის ჩამოყალიბდა ერთიანი პოზიცია თითოეულ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.