ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სს „ენერგო-პროჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალის მიერ ევროპული ტიპის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველი მუნიციპალიტეტის 1606 აბონენტს დაუმონტაჟდა. ინდივიდუალურად გამრიცხველიანდა 27 ტრანსფორმატორი.
კომპანიის ტექნიკური სამსახურის მიერ ქალაქ ხობში გამრიცხველიანების სამუშაოების დაწყებამდე ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა. კერძოდ შეიცვალა მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები - 44465 მეტრი სიგრძის იზოლირებული სპეციალური სადენი, დამონტაჟდა 1281 ცალი ახალი რკინაბეტონის ბოძი.