2010 წლის 12 ნოემბრიდან ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოები. ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულება განსაზღვრულია მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე. სულ სახარჯთააღრიცხვო ღირებულება 90 ათასი ლარია. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს ასრულებს შპს „კოკა+“.