დაიწყო ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაღში მეორე ეტაპის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. ნაწილობრივ შეკეთდება სახურავი, მთლიანად განახლდება ვესტიბიული და შენობის დერეფანი, გამოიცვლება ამორტიზირებული კარ-ფანჯრები. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები სრულდება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 23 ათას ლარს. სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 24 დეკემბრამდე დასრულდება. ახალი წლიდან სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელებს ახალ, კომფორტულ გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ.