ქალაქ ხობში, დავით აღმაშენებლის, აკაკი წერეთლის, ცოტნე დადიანისა და თენგიზ ქაჯაიას ქუჩებზე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოები , რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 3323 ლარს. ქალაქ ხობის ცენტრში ასევე მონტაჟდება საახალწლო ნაძვის ხე, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე სადღესასწაულო გრილიანდები. სამუშაოებს ასრულებს შპს „ხობი დასუფთავება და განათება“.