2010 წლის 17 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პატრონაჟით, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ქალაქის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში მართავს საქველმოქმედო კონცერტს. შემოსული თანხა ჩაირიცხება ხობელი ახალგაზრდის აკაკი კორტავას პირად ანგარიშზე, რომელიც მიჯაჭვულია ინვალიდის ეტლს და საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციას.