ხობის კულტურის სახლში დასრულდა სარემონტო სამუშაოები. სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა კულტურის ცენტრის ფოიეს. სარემონტო სამუშაოები შესრულდა კულტურის ცენტრის მიერ სპეცსახსრებიდან მოზიდული თანხებით, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 4000 ლარი. შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად.