17 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს - „ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა და განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა“.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს ბარბარობის დღესასწაულს, უსურვებს ღვთის წყალობას, ერთიანობას და კეთილდღეობას.