2010 წლის17დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. ბიუროს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო 16 საკითხის განხილვა, რომელთა განხილვის შემდგომ, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნა 5 საკითხი. ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების 2011 წლის სამუშაო გეგმები, ხოლო საკრებულოს 2011 წლის სამუშაო გეგმის პროექტი შეტანილ იქნა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში. ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის 20 დეკემბერს.