ხობის მუნიციპალიტეტში მოძიებული ისტორიული მასალების გათვალისწინებით შემუშავდა მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის ესკიზები (ავტორი მ. კიკნაძე). საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოდან მიღებული დადებითი შეფასების შემდეგ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა.