2010 წლის 20 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა.
საკრებულოს სხდომაზე განხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 1. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის N137 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“; 2. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“; 3. დადგენილების პროექტი „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“; 4. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“; 5. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს N33 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; 6. განკარგულების პროექტი „ქ. ხობის ტერიტორიაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ" ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 29 იანვრის N39 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე”
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.